მომდევნო მატჩები
კვარტალი
vელიტა
ბათუმი
vკვარტალი



10 წელი საქართველოს მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში

ფეხბურთის კლუბი კვარტალი ჩამოყალიბდა 2016 წელს, თბილისში, თავდაპირველად როგორც სამოყვარულო საფეხბურთო ინიციატივა, ადგილობრივი ფეხბურთის მოყვარულთა ჯგუფის მიერ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური ურბანული საფეხბურთო პლატფორმის შექმნის მიზნით. მოთამაშეთა განვითარების პარალელურად კლუბი სთავაზობს საგანმანათლებლო და კარიერულ შესაძლებლობებს ფეხბურთში ჩართვის მსურველ პირებს და ასევე მონაწილეობს ფეხბურთის ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებულ მასობრივ საფეხბურთო ინიციატივებში ქვეყნის მასშტაბით.
ბოლო შედეგი
ყველა შედეგის ნახვა1 აპრ. 2026, 11:00
სფფ ნუციბიძის პლატო, თბილისი

კლუბი კვარტალი ჩამოყალიბდა 2016 წელს, თბილისში, თავდაპირველად როგორც სამოყვარულო საფეხბურთო ინიციატივა, ადგილობრივი ფეხბურთის მოყვარულთა ჯგუფის მიერ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური ურბანული საფეხბურთო პლატფორმის შექმნის მიზნით. კლუბმა ახალგაზრდული ფეხბურთის, ქალთა ფეხბურთის, ინკლუზიურობასა და საფეხბურთო-მოხალისეობრივი შრომის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის 2025 წელს მიიღო საერთაშორისო აღიარება უეფას Grassroots Award-ის სახით.

2020 წლიდან კვარტალი ასპარეზობს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის უმაღლეს დივიზიონში, სადაც გუნდმა 2022 და 2024 წლების სეზონებში მოიპოვა ვერცხლის მდლები, ხოლო 2023-ში ბრინჯაო. კლუბის ფეხბურთელები რეგულარულად ასპარეზობენ, როგორც გოგონათა ახალგაზრდულ, ასევე ქალთა ეროვნულ ნაკრებ გუნდებში. 2022 წელს კლუბმა დააარსა ფეხბურთის სკოლა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ბიჭებისა და გოგონებისათვის, რომელიც ორიენტირებულია მოთამაშეთა სტრუქტურირებულ განვითარებაზე, მასობრივი მონაწილეობიდან მაღალი მიღწევების პროფესიულ საფეხბურთო დონემდე.
კვარტალი
vელიტა
ბათუმი
vკვარტალი
Georgian Womens League · 2026
| # | კლუბი | თ | ქ |
|---|---|---|---|
| 4 | ვერე | 5 | 10 |
| 5 | მართვე | 5 | 7 |
| 6 | კვარტალი | 5 | 7 |
| 7 | დინამო სხოხუმი | 5 | 6 |
| 8 | თეთრიწყარო | 5 | 4 |
ამ სექციაზე მაუსის დაჭერით იძრევა